10-11 ოქტომბერს ვილნიუსის სამიტის მზადების კონტექსტში საქართველოს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე.
,,თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ ვილნიუსის სამიტებზე ასოცირების შეთანხმების პარაფირების გარდა, საუბარი იქნება სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე. ეს მისია, რომელსაც ჩვენ ველოდებით, შეაფასებს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს. ჩვენი სურვილია, რომ ეს პროგრესი დაფიქსირდეს ვილნიუსის სამიტზე, რათა საქართველოს მიეცეს საშუალება შემდგომ სწრაფად განავითაროს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ორივე ეტაპი", _განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.