27 ოქტომბირის არჩევნების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა" (Greenberg, Quinlan, Rosner Research) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
ინტერვიუები ჩატარდა 2013 წლის 15-21 სექტემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და მოიცავდა 1,204 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის ცდომილების ხარისხი შეადგენს +/-2-3 პროცენტს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს საზოგადოების ევრო-ატლანტიკური მისწრაფება უცვლელია - გამოკითხულთა თითქმის 80% მიესალმება საქართველოს სურვილს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.
გამოკითხვა ნათელს ფენს წინასაარჩევნო კომპანიაში არსებულ ვითარებას, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმება, ქვეყნის განვითარების ვექტორი.