საერთაშორისო სავაჭრო პალატა და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საპრეზიდენტო კანდიდატებთან ერთობლივ შეხვედრებს იწყებენ. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატაში განმარტავენ, პირველი მრგვალი მაგიდა 4 ოქტომბერს, 11 საათზე, სასტუმრო
„რედისონ ბლუ ივერიაში" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძესთან ჩატარდება. პალატის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე საერთშორისო სავაჭრო პალატის წევრებს, პარტნიორ ასოციაციებსა და საერთაშორისო
დიპლომატებს გაუზიარებს თავის საპრეზიდენტო ხედვას და ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე. შეხვედრის ბოლო ნაწილი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა გახლავთ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მაშტაბით ასობით ათას ბიზნესსა და ასოციაციას აერთიანებს. პალატა მჭიდროდ თანამშრომლობს დიდი რვიანისა და დიდი ოციანის ქვეყნებთან, ასევე მსოფლიო ბანკთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.
მასალის გამოყენების პირობები