აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებით რუსეთი მის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება და მავთულხლართების მოხსნისკენ მოუწოდებს.
,,შეშფოთებულები ვართ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ღობეებია და სხვა ბარიერების აღმართვის გამო. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებსა და საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ღობეების აღმართვა ასევე ზიანს აყენებს მხარეებს შორის ნდობას. ჩვენ მოუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მოშალოს დაბრკოლებები და ქართულ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გამოიყენოს", _განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის პრესმდივანმა მარი ჰარფიმ.