ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კვლავ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.
„ნატოს პოზიცია საკმაოდ ნათელია. როგორც ნატოს ჩიკაგოს სამიტზე იქნა აღნიშნული ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში", _ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, ნატოს გენმდივანი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის აქტიურობა საზღვრების დემარკაციის საკითხში, ალიანსის გენერალური მდივნის შეშფოთებას იწვევს. მისი აზრით, ეს პროცესი ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და მოსკოვის მიერ აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.