საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში არის ერთი-ორი წევრი, რომლებიც სიტუაციის "აყირავებას" შეეცდებიან, თუმცა არაფერი გამოუვათ და თვითონ "აყირავდებიან".
ამ კონტექსტში ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის შემცვლელად წარგდენილი კანდიდატურისთვის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრების მიერ ნდობის და მხარდაჭერის შესაძლო არგამოცხადების საკითხი განიხილა და განმარტა, რომ იგი საზოგადოებას მოვლენების მშვიდად, ქაოსის გარეშე განვითარების გარანტიას აძლევს.
"არის იქ ერთი-ორი კაცი, რომელიც გადახტება, გადმოხტება და რაღაცეების არევას შეეცდება. ასეთ ქმედებებს მე ვამჩნევ და ჰგონიათ, რომ ამით მოახდენენ რაღაც ზემოქმედებას და სიტუაციას ააყირავებენ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საკუთარ თავს ააყირავებენ მხოლოდ, ვერაფერსაც ვერ მოახერხებენ და ვერავინაც ვერ შეძლებს სიტუაციის არევას და აყირავებას. ყველაფერი გაგრძელდება ლოგიკურად. არავითარი ქაოსი, დარბევა და აყირავება არ მოხდება. გარანტიას ვიძლევი, რომ ფარული, ჩუმი ქაოსი არ იქნება,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანშვილი დღეს ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებს და პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდა. პრემიერის და ჟურნალისტების აუდიენცცია დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდა.