კულტურის ექს-მინისტრი ნიკა რურუა თვლის, რომ ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან არ უნდა წასულიყო და ის "კაცურად უნდა დამდგარიყო განსაცდელის წინაშე". ამის შესახებ რურუამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადეიშვილის მისამართით პრემიერის გამონათქვამების შეფასებისას განაცხადა.
"ნორმალურია პრემიერის განცხადება ადეიშვილთან დაკავშირებით, რადგანაც ადეიშვილი მართლაც ნიჭიერი კაცია. თუმცა მე არ ვითვალისწინებ მის გადაწყვეტილებას, რომ ის არ არის საქართველოში. ეს არ არის სწორი, რადგანაც ის უნდა დარჩენილიყო აქ და მაქსიმალურად თვალებში შეეხედა რეალობისთვის, კაცურად უნდა დამდგარიყო განსაცდელის წინაშე. მე არ ვიცი სად არის ის, ვიცი მხოლოდ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდი ჰქონდა და დიდი ხანია უნდოდა წასვლა, ეს ოფიციალური ინფორმაციაა, მასთან არავითარი კავშირი არ მაქვს. ამიტომაც ივანიშვილის მხრიდან მის ნიჭიერებაზე საუბარი საერთოდ არ მიკვირს", - აცხადებს რურუა.