საცალო ქსელში საწვავის ფასი 1-დან 6 თეთრამდე გაიაფდა. „ლუკოილის" ქსელში ევრო სუპერი 3 თეთრით, პრემიუმ ავანგარდი 2 თეთრით, ევრო რეგულარი 6 თეთრით გაიაფდა, რაც შეეხება „გალფს" ნავთობპროდუქტების ზოგიერთ პროდუქტზე, ფასების კლება შეინიშნება. ასე მაგალითად, პრემიუმი 2 თეთრით, ევრო რეგულარი და რეგულარი 6 თეთრით და დიზელი 1 თეთრით გაიაფდა.
რაც შეეხება „ვისოლს", მის ქსელში სუპერი 2 თეთრით, პრემიუმი 3 თეთრით, ევრო რეგულარი 5 თეთრით, რეგულარ ენერჯი 5 თეთრით გაიაფდა.
შეგახსენებთ, რომ 8-9 დღის უკან საქართველოში საწვავის ფასმა 7-დან 10 თეთრამდე მოიმატა.