შსს  სასაზღვრო  პოლიციის  სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,    გატარებული ღონისძიებების შედეგად,   ბათუმის პორტის მე-8 ნავმისადგომთან,  ზღვის  დაბინძურების   ფაქტზე,  ჰონკონგის   დროშით  მცურავი გემი  "GENCO VIGOUR"-ი  დააკავეს.
აღნიშნული გემის  კაპიტნის,  ჩინეთის   მოქალაქის,  მიმართ დაიწყო  ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა   კოდექსის   58-ე   (პრიმა ორი)   მუხლის   VII   ნაწილით . საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
 აღნიშნული გემის კაპიტანს , ჩინეთის მოქალაქეს, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 65 ათასი ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 21 ლარის და 80 თეთრის ოდენობით.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები