სახელმწიფო შესყიდვებზე დაზოგილი თანხა 0,5 მილიარდ ლარს აჭარბებს. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრონული ტენდერების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებზე დაზოგილი თანხა 507 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
„სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში, 2010 წლის 1 დეკემბრიდან ჩამოყალიბდა და მთლიანად ელექტრონიზებული გახდა. ამ ხნის განმავლობაში 84 ათასამდე ტენდერი გამოცხადდა"- განმარტავენ უწყებაში..