ეგვიპტის ტურები 50 %-ით გაიაფდა. ეგვიპტეში არეულობის გამო ქვეყანა ტურისტების სიმცირეს უჩივის. კომპანია "Egypt Airports Company"-ის ხელმძღვანელი გად ალ-კარიმ ნარსი განმარტავს, რომ შარმ-ელ-შეიხისა და ხურგადას აეროპორტებში მგზავრთნაკადი საგრძნობლად შემცირდა.
ნარსი მიიჩნევს, რომ ტურისტების შემცირებაში გადამწყვეტი როლი იქონია ასევე ზოგიერთი ქვეყნების აკრძალვებმა და გაფრთხილებებმა, როდესაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტეში ჩასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.
მგზავრების სომცირის გამო, ეგვიპტის ნაციონალურმა ავიაგადამზიდავმა " "EgyptAir "-მა 20 ოქტომბრამდე ზოგიერთი ქვეყნებიდან ფრენებიც კი შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები