ციტრუსის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით, შემფუთავ-დამხარისხებელი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტარის საწარმოების მოწყობის სამუშაოების მონიტორინგის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე ინტენსიურად აწარმოებს. აღნიშნული მიზნით, მინისტრის მოადგილეები იოსებ აბულაძე და ავთანდილ მესხიძე მონიტორინგის ჯგუფებთან ერთად ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უკვე იმყოფებოდნენ.
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, დღეის მდგომარეობით დაინტერესებულ პირებზე გადაცემულია თორმეტი საწარმო, სადაც მიმდინარეობს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. საწარმოები 2013 წლის 1-ელი ნოემბრიდან სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება- გადამუშავებისათვის.
სამინისტროში განმარტავენ ასევე იმასაც, რომ აღნიშნული მონიტორინგი გაგრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. დაინტერესების შემთხვევაში მსურველებზე ახალი ობიექტების გადაცემა კვლავ გაგრძელდება.