მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეკონომიკური დარგის ექსპერტებს შეხვდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 25 სექტემბერს 15:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკური დარგის ექსპერტებს შეხვდებიან. მთავრობის წარმომადგენლებისა და ექსპერტების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტები და ის პრობლემები იქნება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უშლის ხელს.