23 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, რომელმაც ფისკალური რისკების მართვის შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრები გამართა ფინანსთა სამინისტროს და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან.
როგორც ფინანსთა მინისტრთან გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე მისიის წევრებმა აღნიშნეს, სამინისტროში გაიმართა საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრები.
ვიზიტის დასრულების შემდეგ მისია ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ფისკალურ რისკებთან და მათ გონივრულ მართვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, სტუმრებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა ფინანსთა სამინისტროს მზადყოფნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად გაგრძელდეს მუშაობა ფისკალური რისკების მართვის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში მისიის წევრებმა ფინანსთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს სახაზინო სამსახურის წარმოადგენლებთან, სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების, საბიუჯეტო და ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.