უპროცენტო განვადება უპრეცედენტო პირობებით მაღაზიათა ქსელი "სმაილი" და ბანკი "რესპუბლიკა" საზოგადოებას განვადების ახალ აქციას სთავაზობენ. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 0%-იანი განვადების განსხვავებული პირობებით. კერძოდ, შეიძინონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა, ისე რომ ნივთის ღირებულების გარდა, ზედმეტი თანხა არ გადაიხადონ.
პირობები მარტივია: განვადება - 0%, ბანკის საკომისიო - 0, წინასწარი შესატანი - 0%
აღნიშნული აქცია ტექნიკის ბაზარზე უპრეცედენტოა და ექსკლუზიურად მხოლოდ „სმაილის" მაღაზიათა ქსელში SAMSUNG - ის ნებისმიერ ტექნიკაზე ვრცელდება. (კონდიციონერებზე, ნოუთბუქებზე და ნეთბუქებზე, მიკროტალღურ ღუმელებზე, მაცივრებზე, მტვერსასრუტებზე, ტელევიზორებზე, სარეცხი მანქანებზე, დივიდი ფლეერებზე, ფოტოაპარატებზე, სახლის კინოთეატრებზე, მობილურ ტელეფონებზე.)
კომპანია „სმაილი" და ბანკი „რესპუბლიკა" მომხმარებელს ნოვატორულ აქციებს 2013 წლის დასაწყისშიც სთავაზობდა. კომპანიებმა საზოგადოებას 2 წლიანი, მოგვიანებით კი 3 წლიანი 0%-იანი განვადება პირველებმა შესთავაზეს.
„სმაილის" მარკეტინგის წარმომადგენლის - ხათუნა ნოზაძის თქმით, "სმაილმა" ამჯერადაც, გაითვალისწინა საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა და ბაზარზე ინოვაციური პროექტით გამოვიდა: „ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს, შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ნებისმიერი ნივთი, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკაც, რომელიც აქამდე მისთვის მხოლოდ ოცნების საგანს წარმოადგენდა. ნივთის ღირებულება სასურველ პერიოდზე თანაბრად გადაანაწილოს ისე, რომ ზედმეტად არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევს" - აცხადებს ხათუნა ნოზაძე.
„მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებისთვის ასეთი მოსახერხებელი და უნიკალური პირობების შეთავაზება შევძელით. ეს საქართველოში პირველად ხდება და დარწმუნებულები ვართ, რომ აქცია ბევრს გაახარებს!" აცხადებს აცხადებს ბანკ „რესპუბლიკის" წარმომადგენელი, ნათია ფრანგულაშვილი.
მომხმარებელი „სამსუნგის" ფირმის სასურველი ნივთის, 0%-იანი განვადებით შეძენას, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით შეძლებს. ყოველგვარი პირველადი შესატანის და დამტკიცების საკომისიოს გადახდის გარეშე.
კომპანიებში აცხადებენ, რომ აქცია "სმაილის" ქსელში - თბილისსა და შემდეგ რეგიონებში: თელავში, რუსთავსა და ბათუმში ჭავჭავაძის #31-ში მდებარე ფილიალში გავრცელდება.