დღეს, ჟენევაში "საქპატენტის" ორგანიზებით ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქართული კულტურის საღამო გაიმართება. დაგეგმილია ანსამბლ ,,სუხიშვილების" კონცერტი, ასევე ქართული ღვინისა და ყველის დეგუსტაცია.
ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიური გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მსოფლიოს 157 ქვეყნის 1000 მდე დელეგაცი იღებს. მათ შორისაა საქპატენტის დელეგაციაც, რომელიც თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის მეთაურობით ჟენევაში უკვე გაემგზავრა.
ჟენევაში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი და საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები.