საკანონმდენლო ორგანოს წარმომადგენლები ესპანელ ინვესტორებს შეხვდნენ. როგორც საქართველოს პარლამენტში განმარტავენ, ესპანელი ინვესტორები საქართველოს ბიზნესგარემოთი ინტერესდებიან და დღეს ისინი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიგლა აგულაშვილს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ონოფრიშვილს შეხვდნენ. ესპანელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ, თუ რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს საქართველოში, როგორაა დაცული ბიზნესი, როგორ ხდება სურსათის უვნებლობის შემოწმება და, ზოგადად, როგორია სურსათის სტანდარტები საქართველოში.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი საქართველოს კლიმატზე, მრავალფეროვან ლანდშაფტზე, წყლის მდიდარ რესურსზე ესაუბრა სტუმრებს. "საქართველოში არის როგორც სუბტროპიკული, ასევე კონტინენტური კლიმატი. ნიადაგის მრავალფეროვნების მხრივ, ეს ქვეყანა პატარა მუზეუმია", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესმენები საქართველოში სხვადასხვა ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.