სამართალდამცველებმა "საქართველოს ბანკის" ცენტრალურ ოფისში  ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის თაობაზე  შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს და იგი უკვე დაკავებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს,  შეტყობინების ავტორი სრულწლოვანია და მისი დაკავება 112-ში განხორციელებული ზარიდან მალევე მოხდა.
ცნობისთვის, დღეს,  დაახლოებით 16:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის სამსახურში "საქართველოს ბანკის" ცენტრალურ ოფისში ასაფეთქებელი მოწყობილების არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. აღნიშნულის გამო, შენობიდან თანამშრომლების სრულად ევაკუირება გახდა საჭირო. გამნაღმველებს "საქართველოს ბანკის" ცენტრალურ ოფისში მუშაობა ამ დრომდე არ დაუსრულებიათ.