ინოვაციური ტექნოლოგიის ფლაგმანი - Samsung Galaxy Note 3-ის პირველი ეგზემპლარი უკვე საქართველოშია. მედიის წარმომადგენლებისათვის ტექნოლოგიური შედევრის პრეზენტაცია Samsung-ის მენეჯმენტმა თბილისში, ბრენდის მაღაზიაში, ჭავჭავაძის N48-ში, 17 სექტემბერს გამართა.
კომპანიის ინფორმაციით, Samsung Galaxy Note 3-ის სადემონსტრაციო მოდელის დათვალიერება, ფუნქციების გაცნობა და წინასწარი შეკვეთა, მომხმარებელს 17 სექტემბრიდან შეეძლება, ხოლო ოფიციალურ გაყიდვაში Samsung Galaxy Note 3 შემოვა 27 სექტემბრიდან.
ახალი ფლაგმანი მოდელის - Samsung Galaxy Note 3-ის პრეზენტაცია, რამოდენიმე დღის წინ ბერლინში მოეწყო. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი მძლავრია, მდიდარია თავისი შესაძლებლობებით და შესაბამისად საკმაოდ ძვირადღირებულია.
როგორც Samsung-ის მობილური და IT მოწყობილობების გაყიდვების მენეჯერი საქართველოში - შოთა ლურსმანაშვილი აცხადებს, Samsung-ი მომხმარებელს წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობას სთავაზობს. ყველა, ვინც 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით Samsung Galaxy Note 3-ის წინასწარ შეკვეთას განახორციელებს, მიიღებს:
• 100 %-იან ფასდაკლების ბარათს - Samsung Galaxy Note 3-ის 150 ლარის ღირებულების აქსესუარზე. აღნიშნული აქსესუარი - S-View Cover არის განახლებული, მრავალფუნქციური და უფრო დახვეწილი, რითაც ძალზედ აადვილებს და უფრო მოსახერხებელს ქმნის სმარტფონის მოხმარებას.
• რაც მთავარია, მომხმარებელი დასაჩუქრდება 50%-იანი ფასდაკლების ბარათით 599 ლარის ღირებულების Galaxy Note 3-ის ინოვაციურ საათის ტიპის "Galaxy Gear" აქსესუარზე, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი შეძლებს ზარის განხორციელებას, ფოტო და ვიდეო გადაღებას, ელ-ფოსტის შემოწმებას, sms შეტყობინების წაკითხვას და მრავალი სხვა. „ბარათის" მისაღებად - საჭიროა, რომ მომხმარებელმა განათავსოს წინასწარი შეკვეთა Galaxy Note 3-ზე".
„Samsung Galaxy Note 3- მსოფლიო სმარტფონების ბაზრის ახალი ფლაგმანია. იგი ყველაზე მძლავრი სმარტფონია და აღჭურვილია მრავალი ინოვაციური ფუნქციით, რომლებიც ამარტივებს სმარტფონის გამოყენებას. შესანიშნავი ეკრანი და შეუდარებელი S pen, Note 3-ის ყველა მომხმარებელს მოხიბლავს" - აცხადებებს Samsung-ის მობილური და IT მოწყობილობების გაყიდვების მენეჯერი საქართველოში შოთა ლურსმანაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ Samsung-ის წინამორბედ Note-ებთან შედარებით, Galaxy Note 3-ს, ფუნქციურ უპირატესობებთან ერთად, აქვს კალმით სარგებლობის გაუმჯობესებული ფუნქციები და განსხვავებული უკანა ზედაპირი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში Samsung-ის პირველი ოფიციალური მაღაზია აგვისტოში გაიხსნა. კომპანია Samsung-ი 1938 წელს შეიქმნა დასადღეისოდ, ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.