კომპანია „ასტრაველი"შავის ზღვის კურორტებზე თავის წარმომადგენლობას აფართოებს და ახალ მიმართულებად საქართველოს ირჩევს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ტუროპერატორის პრესსამსახურში აკეთებენ. ახალი მიმართულების ასათვისებლად კომპანიაში სპეციალური მიმართულება შეიქმნა, იმავდროულად მათი მხრიდან საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება ჩართულია სხვადასხვა სემინარების, ვორკშოფების და სხვა ღონისძიებებში, რომლის განხორციელებასაც მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
„საქართველოს მიმართ ტურისტების ინტერესი გამუდმებით იზრდება და „ასტრაველი" მზადაა საკუთარ კლიენტებს მისცეს ფართო შესაძლებლობა დასვენებისა და მოგზაურობისთვის. ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ტურებს საქართველოში დაწყებული შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებიდან და ექსკურსიებს საქართველოს ქალაქებში, ასევე დასვენებას მთაში და საქართველოს მაღალმთიანი დასხლებების მონახულებას. ასევე შესაძლებელი იქნება მდინარეებით დაშვება, ცხენებით გასეირნება, და სხვა მრავალი საინტერესო სახის დასვენების ორგანიზება"- აცხადებენ„ასტრაველში".
მათივე განმარტებით, კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქტიური ტურების მომზადებისა და ჩარტერების მხრივ, ეფუძნება თანამშრომელთა პროფესიონალიზმს, რომლებსაც აქვთ იმის გამოცდილება, რომ შეიმუშაონ სხვადასხვა საინტერესო მარშრუტები და იმავდროულად დაიცვან ყველა ნორმები ტურისტების მაქსიმალური უსაფრთხორბის გათვალისწინებით. კომპანიაში განმარტავენ, რომ ზღვის პირას დასვენების მსურვებს ისინი სთავაზობენ აჭარას, გურიას, სამეგრელოს.
გურმანებისთვის კი შერჩეულია კახეთი, ხოლო სამკურნალო ტურებისთის კი ბორჯომი და წყალტუბო. „ასტრალში" განმარტავენ, რომ საქართველოს ქალაქების დათვალიერბის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ თბილისი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, და ბათუმი.
მასალის გამოყენების პირობები