2012-2013 მარკეტინგულ წლებში ხორბლის მოსავალის პროგნოზი 655,2 მლნ ტონაა. უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის, 2013-2014 წლების სეზონისთვის, ხორბლის წარმოების შეფასება, შესაბამისად 22 მლნ ტონაზე, 17 მლნ ტონაზე და 54 მლნ ტონაზე ფიქსირდება. ამჟამად არსებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი 17 მლნ ტონის, უკრაინა 10 მლნ ტონის, ხოლო ყაზახეთი 5,5 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტს განახორციელბს. ამავე ქვეყნებში იმპორტის მაჩვენებელი რუსეთისთვის 0,5 მლნ ტონა, ყაზახეთისთის 0,01 მლნ ტონა, ხოლო უკრაინისთვის 0,1 მლნ ტონაა. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანადაში ევროკავშირში და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში ხორბლის მოცულობის წარმოების ზრდა ირანსა და პარაგვაიში დაბალი მოსავლის სრულ კომპენსირებას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ კანადაში ხორბლის მოსავლის პროგნოზი 0,2 მლნ ტონითა გაზრდილი. ევროკავშირში წარმოება გაზრდილია 1,5 მლნ ტონით, კერძოდ ზრდა ფიქსირდება დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. უმნიშვნელო, მაგრამ საპროგნოზო ზრდა მიმდინარე თვეს პოლონეთში, ჩეხეთსა და სერბეთშია მოსალოდნელი.
ცნობისათვის, აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კვლავ გადახედა ხორბლის მსოფლიო მიწოდების პროგნოზს და ის 3 მლნ ტონამდე გაზარდა. უცხოური პრესა იუწყება, რომ მსოფლიო წარმოება სავარაუდოდ რეკორდულ 708,9 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც ანალიტიკოსების პროგნოზსს 3,5 მლნ ტონით აღემატება.