ლიბერთი ბანკმა სპეციალურად მასწავლებლებისათვის ახალი საკრედიტო ბარათი გამოუშვა. "ლიბერთი ბანკის" დირექტორმა, არმენ მატევოსიანმა დღეს მომ,ხმარებლებს ახალი საკრედიტო ბარათის Teacher's Card-iი წარუდგინა. როგორც ბანკში განმარტავენ, ახალი საკრედიტო ბარათი საუკეთესო პირობებით შეიქმნა სპეციალურად საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის.
აქციის ფარგლებში საკრედიტო ბარათი გაიცემა წლიური მომსახურებისა და საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების საკომისიოს გარეშე. ხოლო აქცია 2014 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.
საკრედიტო ბარათის ძირითადი უპირატესობებია:
შეღავათიანი წლიური საპროცენტო განაკვეთი და ბანკომატიდან თანხის განაღდების ტარიფი;
საოცარი თვისება - ბარათით წარმოებული ყოველი მეათასე ოპერაციის თანხა დაუყოვნებლივ უბრუნდება უკან ბარათის მფლობელს;
გადახდის თანამედროვე ფორმა - მასწავლებლის ბარათი არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უკონტაქტო ბარათი, უკონტაქტოდ გადახდა შესაძლებელია ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდის მანიშნებელია;
მასწავლებლის ბარათს გააჩნია 4 ტიპის მიმზიდველი დიზაინი, რომელიც ადვილად მიესადაგება მასწავლებლის კვალიფიკაციას და ხაზს უსვამს მის სტატუსს