„ელიტ ელექტრონიქსში" HP-ს ბრენდზონა გაიხსნა. როგორც „ელიტ ელექტრონიქსის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ განმარტა, აღნიშნულ HP-ს ბრენდზონაში წარმოდგენილი იქნება HP-ს ბრენდის უახლოესი პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ HP-ს ბრენდზონის გახსნას „ელიტ ელექტრონიქსის" მენეჯმენტთან ერთად HP-ს პრეზიდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახიმ კატლერიც დაესწრო, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
როგორც „ელიტ ელექტრონიქსში" განმარტავენ, HP სექტემბრიდან ქართველ მომხმარებელს ახალ ასორტიმენტს სთავაზობს, არსებულ მოდელებთან ერთად ოფიციალურად ხელმისაწვდომი იქნება HP-ს ბრენდის სამომხმარებლო ლეპტოპების მიმართულება: მომხმარებლებისათვის უკვე ნაცნობი Pavilion-ისა და ულტრათანამედროვე ENVY-ის სერიები.
„უკვე მრავალი წელია, რაც „ელიტ ელექტრონიქსი" HP-ს ბრენდის ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილ პარტნიორია ქართულ ბაზარზე. სწორედ ამან განაპირობა HP-ს ბრენდზონის გახსნა „ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში. HP-ს ბრენდზონა პირველ ეტაპზე „ელიტ ელექტრონიქსის" ორ მაღაზიაში გაიხსნება („თბილისი ცენტრალსა" და ყაზბეგის გამზირზე), თუმცა „ელიტ ელექტრონიქსის" მთელ ქსელში წარმოდგენილი იქნება HP-ს ბრენდის ფართო ასორტიმენტი ყველა საფასო კატეგორიაში, ნიუთბუქები, პრინტერები და სხვა მრავალი IT აქსესუარები, რომელიც უკვე სრულად დააკმაყოფილებს ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნებს საბიუჯეტო მოდელებით დაწყებული , პრემიუმ თაჩსმარტ მოდელებით დამთავრებული_ განაცხადა ჯობავამ.
როგორც ცნობილია კომანია HP საქართველოს ბაზარზე პორტფელს აფართოვებს და ქართველ მომხმარებელს ENVY-სა და Pavilion-ის ნოუთუქების ახალ ხაზს სთავაზობს. Hewlett-Packard-ის (HP) მენეჯმენტმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, ქართველ მომხმარებელს ახალი ნოუთბუქები თავად წარმოუდგინეს.
„ბოლო წლებში საქართველოს ტექნოლოგიური ბაზარი ძალიან დინამიურად იცვლება, რაც ხელს უწყობს მის საინვესტიციო მიმზიდველობას. დღეისათვის ქვეყანა განიცდის ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიურ განვითარებას, ახალი სტანდარტების დანერგვა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე დსთ-ს ქვეყნებში. HP კი ცდილობს დროულად დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები.
ჩვენ მომხმარებელს საკმაოდ ფართო საფასო პოლიტიკას ვთავაზობთ"- განმარტავს HP-ის ვიცე-პრეზიდენტი და პერსონალური სისტემებისა და საბეჭდი მოწყობილობების ჯგუფის დირექტორი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ახიმ კატლერი.