ჩაის ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1/3-ით შეცირდა, წერს Financial Times. ჩაის გაიაფების მიზეზად კი ეგვიპტის კრიზისი სახელდება. ჩაის ფასის დაცემა ასევე დამოკიდებულია მოთხოვნის შემცირებაზე.
თუ კი კრიზისი კიდევ გაგრძელდება, მაშინ ჩაის ფასის დაცემა გარდაუვალი იქნება, მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
როგორც ცნობილია, ჩაის მსხვილი ექსპორტიორებად კენია, შრი-ლანკა, ინდოეთი და სხვა რიგი ქვეყნები მიიჩნევიან.