საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონისა და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 30-ე შეხვედრაში, რომელიც 12-14 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართება.
შეხვედრის მთავარი სადისკუსიო თემაა - კრიზისის შემდგომი გაკვეთილები: ახალი მიდგომები და მომავალი გამოწვევების დაძლევის გზები.
შეხვედრის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ ახალ გლობალურ მარეგულირებელ სტრუქტურაზე, მსოფლიო ეკონომიკისა და ძირითადი საფინანსო ბაზრების პერსპექტივებსა და დოლარიზებული ეკონომიკის გამოწვევებზე.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ქადაგიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინის, მოლდოვეთის, ყაზახეთისა და სხვა ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან.
მასალის გამოყენების პირობები