საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა 2 SUPER PUMA-ს ტიპის ვერტფრენის გაყიდვას რამდენიმე თვეა ცდილობს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, SUPER PUMA-ს ტიპის ვერტფრენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის მიერ გაკეთებული განცხადება შეიცავს მთელ რიგ მცდარ ცნობებს, თუმცა კვირიკაშვილის უწყება ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას მოხდეს 2 SUPER PUMA-ს ტიპის ვერტფრენის გასხვისება მართლაც აქვს გადაწყვეტილი. "ვერტმფრენების გაყიდვას ჩვენ უკვე რამდნეიმე თვეა ვცდილობთ; მინდა ვთქვა, რომ გაყიდვა ვერ ხერხდება. ეს არის ის ფასი, რითაც ჩვენ სამ ვერტმფრენს ვიყიდთ; მაგრამ თუ არ გაიყიდება, იმხელა ფასდაკლების გაკეთებას არ ვაპირებთ, რომ ეს საზიანო იყოს ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში, შეიძლება მოვუნახოთ დანიშნულება ქვეყნის შიგნითაც. დღეს რომ ჩვენ მსგავს ვერტმფრენებს ვყიდულობდეთ, ამ ფასად არ შევიძენდით, თუმცა ეს დაგვხვდა და ვცდილობთ მის გასხვისებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.