ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს მოუწოდებს ეკონომიკურ ტემინებში გაერკვეს. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს ბაქრაძის განცხადების კომენტირებისას განუმარტა მას თუ ეკონომიკური ამნისტია სურდა ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე იყო და შეეძლო განხორციელებინა.
,,დავით ბაქრაძეს მინდა ვუთხრა, რომ გაერკვეს ტერმინებში, მათ შორის ეკონომიურ ტერმინებში. მეორე, თუ ეკონომიკური ამნისტია უნდოდა, ოთხი წელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრობა" ხელისუფლებას ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ ერთხელ სთავაზობს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქარაძემ ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამი ინიციატივა შესთავაზა. მათ შორისაა ეკონომიკური ამნისტია.