ტურ ოპერატორმა „ინტერკონტინენტალმა" ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებისსა და საქართველოს საგარეო უწყების მოწოდების ფონზე, ჰურგადის მიმართულებით ჩარტერული ფრენები შეწყვიტა.
„მოგეხსენებათ, რომ ქაიროში აგვისტოს თვეში მომხდარი მოვლენები გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი ინტერესი, მსოფლიო მასმედიის საშუალებები აქტიურად აშუქებდნენ და განიხილავდა ეგვიპტეში მიმდინარე დაპირისპირებას, არც საქართველო გახლდათ გამონაკლისი. არსებული ინფორმაციის შესაბამისად შეიქმნა გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება ეგვიპტის როგორც კურორტული ზონის მიმართ.
რასაც თან დაერთო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება, ქვეყნის მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ ეგვიპტეში გამგზავრებისგან.
ტურ ოპერატორმა „ინტერკონტინენტალმა" გაითვალისწინა 1. საქართველოს ოფიციალური უწყების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება/მოწოდება ქვეყნის მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ ეგვიპტეში გამგზავრებისგან. 2. საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივი აზრი. 3. უარყოფითი დამოკიდებულება, შესაბამისად შეწყვიტა ჩარტერული ფრენები ჰურგადის მიმართულებით.
თუმცა აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი („ინტერკონტინენტალის" თანამშრომელი) მუდმივად იმყოფება ჰურგადაში. კომპანიას უწყვეტი და სრული ინფორმაცია აქვს საკურორტო ზონაში მიმდინარე მოვლენებთან თუ მდგომარეობასთან დაკავშირებით"- აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, არსებული მომენტისთვის ეგვიპტის საკურორტო ზონების ტერიტორიაზე არ იმყოფება არც ერთი ქართველი ტურისტი. „ინტერკონტინენტალმა" უზრუნველყო ქართველი ტურისტების გეგმიური გამოყვანა ქვეყნიდან.
„თუმცა გვსურს, შევუერთდეთ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ტურ ოპერატორს მათ შორის „ტეზ ტურს" http://www.news-egypt.ru/tez-tur-zimoj-ni-odna-strana-ne-smozhet-zamenit-egipet-na-rossijskom-rynke.html და განვმარტოთ, რომ დღეისთვის მსოფლიო ეგვიპტეს საუკეთესო საკურორტო ზონად განიხილავს რამოდენიმე მიზეზის გამო: 1. ფასისა და ხარისხის თანხვედრა. 2. სანაპირო ზოლი 3. წითელი ზღვა და 4. ბოლოს საკურორტო სრული საკურორტო სეზონი 12 თვის განმავლობაში.
ასევე გვინდა ხაზი გაუსვათ შემდეგ მდგომარეობას: მიუხედავად დაძაბულობისა ქაიროში, საკურორტო ზონებში (მაგ: ჰურგადაში) სრული სიმშვიდე არის.
ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდიანრე ვიმედოვნებთ და ამავდროულად პროგნოზს ვაკეთებთ, რომ ახლო მომავალში განვაახლებთ ჩარტერულ ფრენებს ჰურგადის მიმართულებით.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მომავალი კვირიდან განაახლებს ფრენებს ეგვიპტის მიმართულებით" - აცხადებენ „ინტერკონტინენტალში".