წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 %-ითაა გაზრდილი. მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ინფორმაციით, მიმდინარე წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 500 მლნ-ს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი კი წლის დასაწყისში გამოთქმულ პროგნოზთან შედარებით 4 %-ით მეტია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლის ექვს თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებით ისარგებლა 494 მლნ ტურისტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ტურისტული ნაკადი 5 %-ით, ანუ 25 მლნ ტურისტითაა გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ტურისტების რაოდენობა 6 %-ითაა გაზრდილი, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 4 %-ით.
მსოფლიოს ეკონომიკური კონიუქტურის არამდგრადობის მიუხედავად, ტურიზმის განვითარება მაინც მდგრადად ხდება.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში მთლიანი ტურისტული ნაკადის 45 %-ი მოდის. ტურისტულ მიმართულებებზე ძირითადი მოთხოვნა მაინც წლის მეორე ნახევარში ფიქსირდება და ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური ივლისი და აგვისტოა. მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წელს ტურიზმის განვითარების ტემპი შენარჩუნდა, თუმც მისი განვითარება ოდნავაა შემცირებული.
მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს მსოფლიოს ტურიზმის განვითარების მაჩვენებელი 4 %-ი, ან უფრო მაღალი იქნება.