შაბათ-კვირას, ფოთსა და ზუგდიდში დაგეგმილი ნატახტარის ლუდის ფესტივალი ერთი კვირით გადაიდო. კომპანია „ნატახტარში" ამ გადაწყვეტილებას მოსალოდნელ უამინდობას უკავშირებენ. ფესტივალები, რომელებიც ერთდროულად უნდა გამართულიყო ფოთსა და ზუგდიდში 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს ნაცვლად, მომავალი კვირისთვის 7-8 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის ხუთი ბრენდი: ნატახტარი, მთიელი, კაიზერი, კოზელი და ეფესი.
მასალის გამოყენების პირობები