რელიგიური სიწმინდის ხელყოფა ამ ფორმით არ უნდა მომხდარიყო ", _განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მომხდარი ფაქტის კომენტირებისასას.
მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი რამდენიმე დღეში დეტალური დასკვნას დადებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სამართლებრივი არგუმენტები, გარკვეული მტკიცებულებები და შეიძლება ითქვას, რომ გამოძიებას და იგივე საბაჟო სამსახურს ჰქონდა იურიდიულად აღნიშნულის უფლება, სამწუხაროდ, ასეთი ფაქიზი თემისადმი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო განსხვავებული, რის გათვალისწინებაც ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ რელიგიური სიწმინდის ასეთ უხეშ ხელყოფას ასეთი პროტესტი მოყვებოდა. მთელი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის რეაქცია ბუნებრივი იყო, რადგან ამით საქართველოს მოსახლეობის მუსლიმი თემის შეურაცხყოფა მოხდა" , _ განაცხადა ნანუაშვლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს განახორციელა და ფაქტი აღნიშნული კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა.