სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ურთიერთობები და ევროკავშირში ასოცირება ერთმანეთისთვის ხელისშემშლელი გარემოებები არ არის. ჩეჩელაშვილის აზრით, უკრაინის ბედია იყოს რეგიონალური ლიდერი, ხოლო მისი ევროინტეგრაცია კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას სუამ-ის ფარგლებში.
„უკრაინა დიდი ევროპული სახელმწიფოა, რომლისთვისაც ანგარიშის არ გაწევა შეუძლებელია. უკრაინის ბედია ითამაშოს სერიოზული რეგიონალური ლიდერის როლი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში"- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
სუამ-ის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და ევროკავშორს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც სავარაუდოდ ვილნიუსის სამიტზე ნომბერში მოხდება, კიდევ უფრო გააღრმავებს უკრაინის თანამშრომლობას სუამ-ის ფარგლებში.
ჩეჩელაშვილის აზრით, თავისუფალი ვაჭრობის ზონა სუამ-ის სახელმწიფოებს შორის სწორედ იმ პრინციპების ფარგლებში მოქმედებს, როგორც ეს ევროკავშირშია. ამიტომაც უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში სუამ-ის წევრი სხვა ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობას შექმნის.
მასალის გამოყენების პირობები