6-8 სექტემბერს, ბათუმი საერთაშორისო გამოფენა - Agri-Products and Technology Fair 2013-ს უმასპინძლებს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" გამოფენის ორგანიზატორ კომპანია GeoNet Expo-ში განუცხადეს, გამოფენა უკვე მესამედ ტარდება და მასში მოანაწილე ქვეყნებისა და კომპანიების ჩამონათვალი თანდათან იზრდება. GeoNet Expo-ში განმარტავენ, რომ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მსურველი კომპანიების რეგისტრაცია ჯერ კიდევ გრძელდება და ამიტომ მონაწილე კომპანიების სრული ნუსხა ამ დროისათვის ცნობილი არ არის, თუმც უკვე ცნობილია, რომ Agri-Products and Technology Fair 2013-ში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები: თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ირანიდან და სხვა.
GeoNet Expo-ს ინფორმაციით, Agri-Products and Technology Fair 2013-ში მონაწილეობას წამყვანი ქართული კომპანიებიც მიიღებენ, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ აგრო სფეროში დანერგილ სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნონ და სურვილის შემთხვევაში მათთან ითანამშრომლონ კიდეც.