საქართველო ევროპის რეგიონალური კომისიის ვიცე-თავმჯდომარე ხელმეორედ გახდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ზიმბაბვეში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომისიის ვიცე-თავმჯდომარის რანგში წარადგინეს. ორგანიზაციამ ღონისძიების ფარგლებში ევროპის რეგიონში მიმდინარე ძირითადი ტურისტული მოვლენები შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. ასამბლეა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და წამოადგენს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელსაც სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პირები ესწრებიან. ცერემონიას ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობეტ მუგაბე, ზამბიის პრეზიდენტი მაიკლ სატა, ამ ქვეყნების ვიცე-პრეზიდენტები და მსოფლიო ტრიზმის ორგანიზაციის მდივანი ტალებ რიფაი დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, 24-29 აგვისტოს ზიმბაბვესა და ზამბიაში რიგით მე-20 ასამბლეას მართავს.