უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-ივლისში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 472 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 409 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 158 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი- ზებული ვაჭრობის გარეშე) 5662 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1476 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4186 მლნ. აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ივლისში 2710 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.