სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 387 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 26 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 143 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 10 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 70 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი- ზებული ვაჭრობის გარეშე) 5662 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1476 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4186 მლნ. აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ივლისში 2710 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.