2013 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (830 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (715 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (411 მლნ. აშშ დოლარი).
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი- ზებული ვაჭრობის გარეშე) 5662 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1476 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4186 მლნ. აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ივლისში 2710 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.