დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-ივლისში 1883 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 824 მლნ. აშშ დოლარს (22 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1059 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 56 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 31, 50 და 25 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2012 წლის იანვარ-ივლისში 14 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 45 პროცენტით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი- ზებული ვაჭრობის გარეშე) 5662 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1476 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4186 მლნ. აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ივლისში 2710 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.