აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტი ხმელთაშუა ზღვაში მანევრირებას ახდენს, იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყნის პორეზიდენტი ბარაკ ობამა გადაწყვეტს სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცის დაწყებას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა.
ბი-ბი-სის ინფორმაცით, რომელიც ჰეიგელის სიტყვების ციტირებას ახდენს, სახელმწიოფოს მეთაურმა პენტაგონს მიმართა თხოვნით მოამზადოს ოპერაციის რამდენიმე გეგმა, დამასკოს გარეუბაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცის საპასუხოდ.
აშშ-ის თავდაცვის უწყება იუწყება, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსაველთით განლაგებულია ოთხი სამხედრო გემი.
24 აგვისტოს ბარაკ ობამამ განაცხდა, რომ ინფორმაცია სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ „შეშფოთებას იწვევს". ამავე დროს მან გააკეთა მოწოდება, რომ არ მოხდეს სირიაზე თავდასხმა გაეროს შესაბამისი სანქციის გარეშე.