სექტემბრის ბოლომდე რუსეთი საქართველოდან ვაშლის, ბოსტნეულის, თხილისა და ციტრუსის იმპორტს განაახლებს, აღნიშნული შესახებ განცხადებას „როსსელხონადძორის" წარმომადგენელი ალქსეი ალექსეენკო აკეთებს.
მისი განმარტებით, უწყებამ საქართველოში 15-21 აგვისტოს საწარმოების მონიტორინგი განახორციელა
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად ქართულმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში „როსსელსონადძორს" პროდუქციის ნიმუშებს მიაწვდის, რომლის შემოწმებასაც შემდგომ რუსული მხარე განახორციელებს.
„უწყება განიხილავს, რომ საქართველოდან შემოტანილ ფიტოსანიტარულ მაღალი რისკის პროდუქციაზე შეზღუდვები მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნას"- აცხადებს „როსსელხონადძორის" წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლიდან რუსეთში ქართული პროდუქციის იმპორტი, რუსული მხარის ინიციატივით შეწყდა.