საქართველოდან რუსეთში 2,5 მლნ ლიტრი ღვინო გადაიზიდა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის მთავარი სანიტარი გენადო ონიშენკო აკეთებს. მისი განმარტებით, საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელელების 690 პარტია გადაიზიდა, რომლის მოცულობამაც 2,4 მლნ ლიტრს გადააჭარბა. ონიშენკოს განმარტებით, საქართველოდან რუსეთში მხოლოდ 12 მწარმოებლის პროდუქცია შედის. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში რუსულმა მხარემ ქართული ღვინოების 19 ნიმუში დაბლოკა, ხოლო 20 სახეობა ამ დროისათვის ექსპერტიზაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2006 წელს შეწყდა. აღნიშნულის მთავარ მოტივად მაშიშინ გენადო ონიშენკომ ქართული ღვინის დაბალი ხარისხი დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები