ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, ზიმბაბვესა და ზამბიაში გაემგზავრა, სადაც 24-29 აგვისტოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რიგით მე-20 სესია გაიმართება. გიორგი სიგუა შეხვედრას გამართავს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ტალებ რიფაისთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან. ის მონაწილეობას მიიღებს ასევე ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ "მინისტრთა მრგვალ მაგიდასა" (Ministerial Roundtable) და "ზოგად დებატებში" (General Debate )
ასამბლეა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და წარმოდგენს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელსაც ესწრებიან ორგანიზციის წევრი სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პირები. წელს ღონისძიებას 550 მონაწილე ეყოლება 108 ქვეყნიდან. მათ შორის 37ტურიზმის სფეროზე პასუხისმგებელი მინისტრი.
ღონისძიების ფარგლებში მოხდება ორგანიზაციის სამოქმედო გეგმისა და განხორციელებული აქტივობების განხილვა,ჩატარდება გენერალური მდივნის არჩევნები. საქართველოს კანდიდატურა მეორე ვადით წარდგენილია ევროპის რეგიონალური კომისიის ვიცე თავმჯდომარედ 2014-2015 წლებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები