აჭარის პოპულარიზაციისა და ტურისტთა მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა კიდევ ერთ პროექტი განახორციელა. პროექტი მობილური კავშირის სისტემაში (Apple iOS და Android OS) აჭარა-ბათუმის მობილური გზამკვლევის "Batumi Travel Places" შექმნას ითვალისწინებდა.
Android OS-ის სისტემაში ბათუმის შესახებ არსებული გზამკვლევით სარგებლობა შესაძლებელი გახდა ივლისიდან, ხოლო აგვისტოდან იგი ხელმისაწვდომი გახდა უკვე Apple iOS-ის მოწყობილობებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციით სარგებლობა უფასოა და გათვლილია როგორც ქალაქის სტუმრებისათვის, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისათვის, რომელთაც შეეძლებათ დამოუკიდებლად მოიპოვონ ინფორმაცია ღირშესანიშნაობების განლაგებისა და ისტორიის შესახებ, ასევე შეადგინონ მათთვის სასურველი მარშრუტი როგორც მანქანით, ისე საჯარო ტრანსპორტითა და ფეხით გადაადგილებისათვის.
პროექტი ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით უკრაინულმა კომპანიამ IdeasWorld-მა განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები