დღეს, 22 აგვისტოს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამირეჯიბის, გეზათის, რატილის, ყვარლის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ჭრელაშვილის, საექიმოს, ნავთლუღის, უჯარმის, მათიაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პანკისის, ენგურის, ბალანჩივაძის, დოლიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, სამტრედიის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამირეჯიბის, გეზათის, რატილის, ყვარლის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა" მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ქავთარაძის და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის და მეფრინველეობის დასახლებების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გორკის და ბოჭორიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.