ქართულ ბიზნესს „Budapest Water Summit"-ში მონაწილეობის საშუალება ეძლევა. სავაჭრ-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, 8-11ოქტომბერს ბუდაპეშტში გაიმართება "Budapest Water Summit"- ი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი თემატური ღონისძიებები, მათ შორის "Budapest Water Summits Business Leaders Forum"-ი.
პალატის ინფორმაციითვე, აღნიშნული ბიზნეს ფორუმი წარმოადგენს უმაღლესი დონის შეკრებას, სადაც წარმოდგენილი იქნება სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ფართო სპექტრი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან ცალკეულ ქვეყნებში მოქმედი წყლის ასოციაციები და ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ წყლის რესურსების გამოყენების საკითხებზე.
„ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ფართომასშტაბიანი გამოფენა, სადაც 60-მდე ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე პარალელურად ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ საერთაშორისო განვითარების ბანკებთან და სააგენტოებთან, წამყვან მეცნიერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა თემატური სესიები და დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში"- აცხადებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.