ოქრომ გაძვირება შესაძლოა, დეკემბრის ბოლომდე განაგრძოს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ძვირფასი ლითონის გაძვირება ჩინეთის მხრიდან მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. ანალიტიკოსების განმარტებით, წლის ბოლომდე ერთი უნცია ოქრო შესაძლოა 1450 დოლარამდე გაძვირდეს, ეს იმ ფონზე, როდესაც წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი 18 %-ით დაეცა.
ჩინეთის გარდა ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა ასევე ინდოეთში და თურქეთში, სადაც ინვესტორები დიდი მოცულობის ოქროს ყიდულობენ. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, მეორე კვარტალში ინდოეთში ოქროზე მოთხოვნა 71 %-ით, ხოლო ჩინეთში 87 %-მდე გაიზარდა.
დღეის მდგომარეობით ოქრო 0,25 %-ითაა გაძვირებული და მისი ღირებულება უნციაზე 1379,61 დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ოქროსთან ერთად გაძვირება დაიწყო ვერცხლმაც