საქსტატის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5662 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1476 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4186 მლნ. აშშ დოლარი (5 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ივლისში 2710 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები