საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჩენ ჯიანფუმ.
შეხვედრისას, მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ჩინეთის მხარდაჭერაზე, რომელსაც ის უწევს საქართველოს მთავრობას, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების დაფინანსების კუთხით.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა პარტნიორობის იმ დინამიკით, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს ორ ქვეყანას შორის და აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი, გააგრძელებს თანამშრომლობას ჩვენს ქვეყანასთან.