8 აგვისტოს, ირანიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს" გავლით, 10 სატრანსპორტო საშუალებით, 121 918,50 აშშ დოლარის ღირებულების, 230 460 კგ. ნავთობის ბიტუმი შემოვიდა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმპორტირებული ბიტუმის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება სინჯის აღებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ხარისხის შესაბამისობის დადასტურების შემდეგაა დაშვებული.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა აიღეს სინჯი. მათ მიერ გაცემული დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ შემოტანილი ბიტუმი არ შეესაბამება იმპორტიორი კომპანიის მიერ წარმოდგენილ სერტიფიკატში მითითებულ ნორმებს. შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები