14 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 329-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 35 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4,850 პროცენტით, მაქსიმალური 5,000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4,950 პროცენტით განისაზღვრა.